რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 38 058 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 239 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 239 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 38 058 პირს, 34 565 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
10 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 8 911 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 654 000-ს აჭარბებს.
ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 57 მილიონი ადამიანი.