რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირება კი 10 102 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 451 ადამიანი. დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 155 370 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 19 865 ადამიანი.