რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 462 ადამიანი დაინფიცირდა, 95 კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 5 462 ადამიანი დაინფიცირდა, 95 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფექციისგან 8 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 845 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 646 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 058 კი გარდაიცვალა.