რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 205 ადამიანი დაინფიცირდა, 110 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 205 ადამიანი დაინფიცირდა, 110 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 5 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ერთი მილიონ 20 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 838 126 გამოჯანმრთელდა, 17 759 პაციენტი კი გარდაიცვალა.