რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 205 ადამიანი დაინფიცირდა, 110 პაციენტი კი გარდაიცვალა

11:41, 05.09.2020

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 205 ადამიანი დაინფიცირდა, 110 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 5 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ერთი მილიონ 20 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის  838 126 გამოჯანმრთელდა,  17 759  პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი