რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 268 ადამიანი დაინფიცირდა, 44 კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 268 ადამიანი დაინფიცირდა.
ეს გუშინდელ მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 2000-ით ნაკლებია.
გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი.
კერძოდ, ბოლო 24 საათში რუსეთში კოვიდ 19-ს 44 პაციენტი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში რუსეთში კორონავირუსი 47 000 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 446 გამოჯანმრთელდა.