რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 28 ადამიანი დაიღუპა. შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ს 198 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც რუსეთის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო 24 საათში ვირუსის 3 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში რუსეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 24 490 ადამიანს.
ვირუსი გავრცელებულია რუსეთის 84 რეგიონში. ალტაის რესპუბლიკა არის ერთადერთი, სადაც ამ დრომდე კორონავიურისის შემთხვევა არ აღურიცხავთ.