რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 776 ადამიანი დაინფიცირდა, 561 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 776 ადამიანი დაინფიცირდა, 561 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 22 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ორი მილიონ 906 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ორ მილიონ 319 ათასს აჭარბებს.
რუსეთში სულ ვირუსით 51 912 პაციენტი კი გარდაიცვალა.