რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 585 ადამიანი დაინფიცირდა, 613 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 28 585 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 613 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26,171-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2,597 711 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 059 840 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 893 გარდაიცვალა.