რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 585 ადამიანი დაინფიცირდა, 613 პაციენტი კი გარდაიცვალა

12:10, 11.12.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 28 585 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 613 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26,171-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2,597 711 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის  2 059 840 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 893 გარდაიცვალა.

 

მსგავსი