რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 715 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 555 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 715 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 555 პაციენტი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 15 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონ 520 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 909 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 64 495 პაციენტი გარდაიცვალა.