რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 962 ადამიანი დაინფიცირდა, 725 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 725 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 23 962 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
7 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 682 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 121 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 140 041 პაციენტი გარდაიცვალა.