რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 309 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 470 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 309 ადამიანი დაინფიცირდა, 470 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონ 379 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 754 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 61 381 პაციენტი გარდაიცვალა.