რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 934 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 531 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 934 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 531 პაციენტი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 934 ადამიანი დაინფიცირდა, 531 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 12 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონ 448 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 825 ათასს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 62 804 პაციენტი გარდაიცვალა.