რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 851 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 456 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 851 ადამიანი დაინფიცირდა, 456 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 10 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონ 401 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 778 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 61 837 პაციენტი გარდაიცვალა.