რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 042 ადამიანი დაინფიცირდა, 669  პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 042 ადამიანი დაინფიცირდა, 669 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 669 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“  21 042 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

30 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 514 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ხუთ მილიონს აჭარბებს. რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 135 214 პაციენტი გარდაიცვალა.