რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 982 ადამიანი დაინფიცირდა, 179 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 982 ადამიანი დაინფიცირდა, 179 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 179 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქში დაფიქსირდა. მოსკოვში ბოლო 24 საათში ვირუსის 5 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 1 390 824 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 24 366 პაციენტი გარდაიცვალა.