რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 23 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 269 პირი კი გამოჯანმრთელდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 23 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 269 პირი კი გამოჯანმრთელდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 23 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 269 პირი კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე ღამის განმავლობაში ვირუსით 786 პაციენტი გარდაიცვალა, რაც რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

14 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 857 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 257 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 145 278 პაციენტი გარდაიცვალა.