რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 167 შემთხვევა გამოვლინდა, 405 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 167 შემთხვევა გამოვლინდა, 405 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
27 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 501 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 120 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 97 017 პაციენტი გარდაიცვალა.