რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 150 შემთხვევა გამოვლინდა, 402 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 150 შემთხვევა გამოვლინდა, 402 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
9 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 623 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 248 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 102 247 პაციენტი გარდაიცვალა.