რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 861 შემთხვევა გამოვლინდა, 401 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 861 შემთხვევა გამოვლინდა, 401 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
24 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 483 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 98 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 96 219 პაციენტი გარდაიცვალა.