რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 465 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 321 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის კიდევ 8 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს გასული 24 საათის განმავლობაში 321 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში კი, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 4.88 მილიონი შემთხვევა.
მათგან 113 647 ადამიანისთვის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა.