რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 465 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 321 ადამიანი

12:31, 10.05.2021

რუსეთში კორონავირუსის კიდევ 8 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ვირუსს გასული 24 საათის განმავლობაში 321 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში კი, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 4.88 მილიონი შემთხვევა.

მათგან 113 647 ადამიანისთვის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი