რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 328 შემთხვევა გამოვლინდა, 389 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 328 შემთხვევა გამოვლინდა, 389 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
6 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 597 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხ მილიონ 220 ათასს აჭარბებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ვირუსით სულ 101 106 პაციენტი გარდაიცვალა.