რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსი სულ 4 მილიონ 600 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4 მილიონ 229 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსს 374 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას რუსეთის ფედერაციაში 101 ათას 480 ადამიანი შეეწირა.