რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 843 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 194 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 194 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 7 843 შემთხვევა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 553 301 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 478-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 304 342 ინფიცირებული.