რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 843 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 194 ადამიანი

11:49, 17.06.2020

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ​194 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 7 843 შემთხვევა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 553 301 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 478-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 304 342 ინფიცირებული.

მსგავსი