რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 635 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში ადასტურებენ.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსს 85 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯამში, რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია ვირუსის 818 120 შემთხვევა, გარდაიცვალა 13 354 პაციენტი, ხოლო 603 329 გამოჯანმრთელდა.