რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 70 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან 2 აგვისტომდე, ქვეყანის ტერიტორიაზე 850 870 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს.
როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსის გავრცელების ტემპი ყველაზე მაღალი მოსკოვშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14 128 შეადგინა. 650 173 პაციენტი კი განიკურნა.