რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 402 შემთხვევა გამოვლინდა, 1 155 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკვე მესამე დღეა, რუსეთში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 402 შემთხვევა გამოვლინდა, 1 155 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 8 554 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 239 693 ადამიანი გარდაიცვალა.