რუსეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსი 4 774 პირს დაუდასტურდა, 42 ადამიანი კი დაიღუპა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 555-ს მიაღწია.
როგორც რუსეთის ხელისუფლების მიერ სპეციალურად შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში სულ დადასტურებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 62 773 შემთხვევა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 4 891 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია 2,4 მილიონზე მეტი ტესტი.