რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 160 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 211 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 160 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 211 პაციენტი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 160 შემთხვევა გამოვლინდა, 32 036 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 211 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

9 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 873 655 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 619 596 პაციენტი გამოჯანმრთელდა.