რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 626 შემთხვევა გამოვლინდა, 1 247 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 626 შემთხვევა გამოვლინდა, 36 388 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 247 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 182 538 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 882 836 პაციენტი გამოჯანმრთელდა.