რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 446 შემთხვევა გამოვლინდა, 1 106 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 446 შემთხვევა გამოვლინდა, 1 106 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულზეა. რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 1 106 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 36 446 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში „კოვიდ 19“-ს საერთო ჯამში 232 775 ადამიანი ემსხვერპლა, 8 316 019 კი დაინფიცირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსისგან 26 973 ადამიანი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყების შემდეგ სულ რუსეთში „კოვიდ-19“ 7 213 584 ადამიანმა დაამარცხა.