რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 690 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 235 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 690 შემთხვევა გამოვლინდა, 36 145 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 235 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 502 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 200 971 პაციენტი გამოჯანმრთელდა.