რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 325 შემთხვევა გამოვლინდა, 998 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 325 შემთხვევა გამოვლინდა, 16 431 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 998 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 027 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 017 055 პაციენტი გამოჯანმრთელდა.