რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 999 ადამიანი გარდაიცვალა.
ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 32 196 პირს, 22 268 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
15 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 925 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 960 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 221 313 პაციენტი გარდაიცვალა.