რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 190 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 973 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 190 შემთხვევა გამოვლინდა, 20 706 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 973 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 832 964 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 894 285 პაციენტი გამოჯანმრთელდა.