რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 072 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 779 პაციენტი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 072 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 678 პირი.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსით 779 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
25 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 126 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 490 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 153 874 პაციენტი გარდაიცვალა.