რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 771 პირი.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსით 792 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
30 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 265 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 608000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 158 563 პაციენტი გარდაიცვალა.