რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 454 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 454 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 21 677 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის დედაქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 5 027 ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 355 794 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 60 911 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ჯამში 2 731 129-ს შეადგენს. რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.