რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 430 შემთხვევა გამოვლინდა, 857 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 430 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 456 პირი.
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 857 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გამოცხადების დღიდან ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 29 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 487 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 653 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 206 388 პაციენტი გარდაიცვალა.