რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 513 შემთხვევა გამოვლინდა, 580 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 513 შემთხვევა გამოვლინდა, 580 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 22 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის სამი მილიონ 677 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამი მილიონ 81 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 68 412 პაციენტი გარდაიცვალა.