რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 564 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 762 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 564 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 762 ადამიანი

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 762 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში კი, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 6 747 000-ზე მეტი შემთხვევა.

მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 176 000-ზე მეტი ადამინისთვის. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.