რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 905 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 791 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 905 შემთხვევა გამოვლინდა, 16 619 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 791 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 234 425 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 469 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.