რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 630 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 820 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 630 შემთხვევა გამოვლინდა, 19 661 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 820 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 824 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 092 818 პაციენტი გამოჯანმრთელდა.