რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 485 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 259 შემთხვევა გამოვლინდა, 485 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალურ სტატისტიკას რუსული მედია ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, 31 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის სამი მილიონ 832 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯამრთელებულთა რაოდნეობა 20 040-ით გაიზარდა და ჯამში, სამი მილიონ 300 ათასს აჭარბებს. ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 73 182 პაციენტი გარდაიცვალა.