რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 688 შემთხვევა გამოვლინდა, 527 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური სტატისტიკა რუსეთის მთავროის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკის მიხედვით, 5 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის სამი მილიონ 934 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ მილიონ 413 ათასს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 75 732 პაციენტი გარდაიცვალა.