რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 407 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 21 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 15 881 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 407 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 983 197 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 77 068 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 472 091-ს შეადგენს.
რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.