რუსეთში კორონავირუსის 15 089 შემთხვევა გამოვლინდა, 507 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 089 შემთხვევა გამოვლინდა, 507 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური სტატისტიკა რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკის მიხედვით, 12 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 42 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ მილიონ 559 ათასს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 79 194 პაციენტი გარდაიცვალა.